შემწვარი გოჭები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის და უბნის "მაყურებლებისთვის" - გადანაწილების სქემა ფოთში 

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება ფოთში ამომრჩევლების გადაბირებას და მოსყიდვას ხელგაშლილი სუფრებით ცდილობს- როგორც ირკვევა, მმართველმა პარტიამ 40 000 ლარის გოჭები იყიდა და ახლა მათ ქალაქის თონეებში წვავენ.

200 შემწვარი გოჭი საუბნო საარჩევნო კომისიებზე უნდა გადანაწილდეს - თითო უბანზე 6 გოჭი, საიდანაც 2 კომისიის თავმჯდომარეს დარჩება, 4-4 კი უბნის მაყურებლებზე და ქუჩის მაკონტროლებლებზე გადანაწილდება.

დაკლული გოჭები თონეებში რამდენიმე პარტიად მიიტანეს. ჩვენმა ჯგუფმა რამდენჯერმე გადაიღო დღის განმავლობაში ერთ-ერთი ასეთი ადგილი და გოჭები იქ ამ დრომდე 10-10 ცალად მიაქვთ.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ თანხების ნაწილი ბიუჯეტიდან იყოს დახარჯული.

ავტორი: ემა გოგოხია

ამავე თემაზე:

ფოთში ერთ საარჩევნო უბანზე "ოცნება" საშუალოდ 6 გოჭს არიგებს - უგულავა
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი