ლუდის ბარში სამუშაო საათების დროს - გორში, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი სამსახურიდან სიმთვრალის გამოა გათავისუფლებული

გამოქვეყნდა:

მმართველმა პარტიამ გორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამაჟორიტარო ოლქში წარადგინა პირი, რომელიც წლების წინ, საჯარო სამსახურიდან ალკოჰოლის სამუშაო საათებში მოხმარების გამო დაითხოვეს.

"მთავარის" მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომბინატი-სადგურის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა მათოშვილი სამსახურეობრივი შემოწმების დროს, მთვრალი იყო.

საუბარია 2012 წელზე, როდესაც მათოშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის ფილიალის იურისტის თანამდებობაზე მუშაობდა. მისი გათავისუფლების დოკუმენტში წერია, რომ სამუშაო საათებში მათოშვილი ლუდის ბარში იმყოფებოდა, ხოლო სამსახურში საღამოს 6 საათის შემდეგ ნასვამი დაბრუნდა.

თავად მათოშვილი"მთავარ არხთან" ნაწილობრივ ადასტურებს წლების წინ მომხდარ ამ შემთხვევას, თუმცა ამბობს რომ სამსახურიდან "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობისთვის გაათავისუფლეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი