მოგვიტანა შეშა, დააფინანსა ოპერაცია... - ხაშურის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი მოქალაქეებს ეხმარება, რაც აკრძალულია ​

გამოქვეყნდა:

ხაშურის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი ლევან გამრეკელი მოქალაქეებს მატერიალურ დახმარებას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში უწევს. qartli.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებებს სოციალურ ქსელში თავად მოქალაქეები ავრცელებენ.

გავრცელებული პოსტებით ირკვევა, რომ მოქალაქეები გამრეკელს მადლობებს უხდიან შეშის მიტანის, ასევე ოპერაციის დაფინანსებისთვის
 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, ხოლო მეორე ტურის გამართვის საჭიროებისას − არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღის ჩათვლით აკრძალულია:

საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი