"ქართულ ოცნებაში" დიდი არეულობა და დაპირისპირებაა. საჯაროდ არა, თუმცა გუნდის შიგნით მეოცნებეებმა კარგად იციან, რომ სუსის სკანდალი სახელისუფლებო პარტიისთვის გამანადგურებელი და დამღუპველია.
ივანიშვილის კლანი ახლა განტევების ვაცს ეძებს, ვისაც უსაფრთხოების სამსახურის დანაშაულებრივ საქმიანობაზე სრულად დააკისრებს , თუმცა ამ ტვირთის აღება არავის სურს.
სახელისუფლებო ვერტიკალის ნაწილმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, სამიზნე გრიგოლ ლილუაშვილია, სუსის
უფროსი, რომელსაც ყველაზე და ყველაფერზე კომპრომატები აქვს. თუ სპეცაგენტების მთავარ მაკონტროლებელს "ოცნება" ციხეში გაუშვებს, ლილუაშვილი უკან ბევრს გაიყოლებს, ეს თანაგუნგელებს უკვე აცნობა.
"მთავარ არხს" სანდრო წყარო სამთავრობო კულუარებიდან უყვება, რომ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა. მიზეზი სისხლიანი ბანერები და გავრცელებული ჩანაწერებია. კახი კალაძეს არ მოსწონს, რომ მისი კამპანია ზიზღთან და ძალადობასთან ასოცირდება, შინაგან საქმეთა მინისტრს შესჩივლა, საპასუხოდ კი გომელაურისგან მუქარა მიიღო, თუ არ გაჩერდებოდა, კომპრომატები მალე მის წინააღმდეგ დაიდებოდა. ამიტომ დედაქალაქის მერმა დუმილი აირჩია.