"მეგობრები ასე არ იქცევიან" | შეშფოთებული ევროკავშირი და უპრეცენდენტო დიპლომატიური სკანდალი

გამოქვეყნდა:

უპრეცენდენტო დიპლომატიური სკანდალი და ხისტი გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირმა დუმილი დაარღვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეცადა, თუმცა ვერ დამალა ქვეყნის ელჩის აუდიენცია ევროკავშირის ცენტრალურ ოფისში, სადაც ქართველი დიპლომატი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს.

უცნობია მოყვება თუ არა სტრატეგიული პარტნიორების ამ ნაბიჯს ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გაწვევა ქვეყნიდან კონსულტაციებისთვის, თუმცა ცხადია, ევროპული ოჯახი არ აპირებს ხისტი რეაგირების გარეშე დატოვოს "ქართული ოცნების" მხრიდან უცხოელი დიპლომატების უკანონო მოსმენებისა და მიყურადების ფაქტები, რომლითაც ხელისუფლებამ ღიად და უხეშად დაარღვია ვენის კონვენცია.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი