ფიზიკური ძალადობა, ზეწოლა, მუქარა, მოსყიდვა ​- ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები

გამოქვეყნდა:

ძალადობა, ზეწოლა, მუქარა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა. 

ანგარიში მოიცავს 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

ISFED-ის ინფორმაციით საანგარიში პერიოდში გამოვლინდა:

  • სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 2 ფაქტი;
  • სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 4, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 20, 
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 3,
  • ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 5,
  • მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 1, 
  • არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის - 12, 
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების - 5 ფაქტი. 
  • ქვეყნის მასშტაბით შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები.

ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს სავარაუდოდ სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროებამ.

ISFED წერს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინა არჩევნების მსგავსად, მძიმდება წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევათა ხასიათი. ორგანიზაცია მედიაზე ძალადობის ფაქტებსაც გამოყოფს მათ შოირს 15 სექტემბერს "მთავარი არხის" ოპერატორის "ოცნების" ოფისიდან გადმოდგება, 7 სექტემბერს "TV პირველის" ოპერატროისთვის მიზანმიმართულად მანქანის დაჯახება.

დარღვევებზე რეაგირების მიზნით "სამრთლანმა არჩევნებმა" საარჩევნო კომისიებში, სასამართლოსა და სხვა უწყებებში 27 განცხადება-საჩივარი წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი