"გვახსოვს 20 ივნისი და დათხრილი თვალები" - მოძრაობა "შეცვალე" პარლამენტთან პრემიერს ხვდება

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "შეცვალეს" წევრები პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო აქციით შეეგებნენ.

"გვახსოვს 20 ივნისიც, დათხრილი თვალებიც და პოლიტიკური რეპრესიებიც" - ასეთი იყო მოძრაობის წევრების გზავნილები.

"შეცვალეს" წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს პრემეირს მისი გადაცდომებისა და პოლიტიკური პასუხისგებლობის გარდაუვალობის  შესახებ.

აქტივისტების მეორე ჯგუფმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან სიმბოლურდ წითელი საღებავით წითელი ხელები მონიშნა. მათი თქმით, პრემიერ მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს 20 ივნისის ქმედებების გამო და პასუხი უნდა აგოს ხალხის წინაშე. 

როცა ადამიანებს დათხარეს თვალები, გახარია, სულ რომ კედლებზე გაიაროს გახარიამ, ჩვენ უნდა შევახსენოთ, ის არის მოსკოვის კაცი, ის არის სისხლიანი ჯალათი და მის ტანზე, მის სახეზე, მის პოლიტიკურ შემადგენლობას აქვს ზედ სისხლი,  მათ შორის ახალგაზრდების სისხლი. ეს არის დღეს გახარია, არანაირი ანტიკრიზის მენეჯერი ის არ არის. პრობლემა არის რეჟიმში და ეს რეჟიმი რაც შეიძლება მალე უნდა გავაგდოთ არჩევნების და მშვიდობიანი გზით, - ამბობს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობს იღებს ასევე "მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე, რომელმაც სიმბოლურად 41 შეკითხვა შეაგზავნა პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის სახეზე.

ამ შეკითხვებს ანა დოლიძე რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალური ქსელის მეშვეობით აგროვებდა. მათი დიდი ნაწილი ეხება ხალხის სოციალურ პრობლემებს, რაც მათ პანდემიის დროს შეექმნათ.  

მოვედით აქ წერილის ჩასაბარებლად და ელემენტარულად, ჯერ კანცელარია ხო არ მუშაობს, მოქალაქეებს არ იღებენ, ყუთიც არ დგას, რომ მოქალაქემ წერილი ჩააგდოს. მინისტრთა კაბინეტი და პრემიერი იმ კითხვებსაც არ პასუხობს, რომელთაც ხალხი მათივე ვებგვერდებზე სვამს. შევაგროვე 41 აქტუალური კითხვა, იმ ასეულობით კითხვიდან, როგორ დაიხარჯება და სად წავა კოვიდ 19-ის ფონდის მილიონები, რომელიც ფონდადაც არ არის რეგისტრირებული, - ამბობს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

პრემიერ მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე მოხსნებით წარსდგება. მას ოპოზიციის მწვავე შეკითხვებზეც მოუხდება პასუხის გაცემა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი