
დმანისში, ოპოზიციის წარმომადგენლებზე მომხდარ თავდასხმას შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლთან ქართველი ემიგრანტი- სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე აპროტესტებს.
შმაგი ჩოხელი ამბობს, რომ მსგავსი დანაშაული ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა შერჩეს და იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, ბაიდენის ადმინისტრაციას რეაქცია უნდა ჰქონდეს.
დმანისის სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებოდა. შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" ორი მხარდამჭერი დაჭრეს. შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა.