გიორგი გახარია პარლამენტში მივიდა - ოპოზიცია მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარია უკვე პარლამენტშია. სულ რამდენიმე წუთში საქართველოს პრემიერ მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ასევე წარდგება მთავრობის   საკოორდინაციო საბჭო სრული შემადგენლობით. მთავარი კითხვები კი, რაც პარლამენტის წევრებს გახარიასთან ექნებათ, იმ ეკონომიკურ კრიზისს შეეხება, რომელშიც ქვეყანა 2 თვიანი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ აღმოჩნდა.  მთავარი კითხვები შეეხება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, განსაკუთრებით კი პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს. 

არ არის გამორიცხული, ეს იყოს გახარიას ბოლო გამოსვლა პრემიერის რანგში.
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი