საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციისგან "პოლიტიკურ ცირკს" და პრობლემური საკითხების უკიდურეს პოლიტიზირებას ელოდება - ამის შესახებ პირველი განცხადებები "ქართული ოცნების" საპარლამენტო ლიდერებმა უკვე გააკეთეს.
როგორც გიორგი ვოლსკი აცხადებს, პრემიერის მიმართ კითხვები მათაც აქვთ, თუმცა ეს საქმიანი საუბარი იქნება. ვოლსკი ხელისუფლების ოპონენტებსაც მოუწოდებს, არ დაამსგავსონ პრემიერის წლიური ანგარიშის მოსმენა არ დაამსგავსონ ცირკს.
ეს არის სიღარიბის თემა, რომელიც არის გაუარესებული. არ არის აუცილებელი, რომ ვინმეს მივაკუთვნოთ ამ შეკითხვების დასმის ექსკლუზიური ვალდებულება, უმრავლესობა დასვამს ამ შეკითხვას, თუ უმცირესობა, მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, უნდა ველოდოთ ამ პროცესის უკიდურეს პოლიტიზირებას და როგორც ვამბობთ ხოლმე, პოლიტიკური ცირკის დადგმის მცდელობაც არის მოსალოდნელი," - განაცხადა ვოლსკიმ.
გიორგი გახარია ანგარიშსს წარადგენს, შემდეგ კი მას დეპუტატები კითხვებს დაუსვამენ. პრემიერი პარლამენტში კიდევ ერთხელ, პარასკევს, მივა, რადგან მას ოპოზიცია ინტერპელაციის წესით იბარებს.