ქართული ოცნების თავმჯდომარე ფაქტობრივად ამბობს: „გმადლობთ თქვენი მოსაზრებისთვის, ბატონო ჰარცელ, მაგრამ ეს თქვენი საქმე არ არის“ - ჰოლანდიელი ანალიტიკოსი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების თავმჯდომარე ფაქტობრივად ამბობს: „გმადლობთ თქვენი მოსაზრებისთვის, ბატონო ჰარცელ, მაგრამ ეს თქვენი საქმე არ არის“ - ამბობს ჯელგერ გროუნველდი, ჰოლანდიელი ანალიტიკოსი "მთავარ არხთან" ინტერვიუს დროს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ კომენტარებზე დიპლომატების კრიტიკის შემდეგ.

"ოცნების" ხელისუფლება ახალ დიპლომატიურ სკანდალში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გაირკვა, რომ სუს-დან გამოჟონილ ფაილებში, დიპლომატების ფარული მოსმენებიცაა. 

ამის შემდეგ, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ბრიუსელში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს 

ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართული ოცნებას არ სურს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. არ ვიცი, როგორის დიპლომატიური პროტოკოლი, მაგრამ ზიანის მართვა ასე არ ხდება

რაც შეეხება მათ მიერ ჩაწერილ პოდკასტს, შეიძლება ისინი ჯეროვნად ვერ აფასებენ საკუთარი აუდიტორიის ინტელექტს. ასეა თუ ისე, ნათელია, რომ ეს არის საზოგადოების თვალში იმიჯის გამოსწორების მცდელობა, ანუ ეს PR ინიციატივაა, რაც ეჭვს არ იწვევს. რა თქმა უნდა, მათ ამის გაკეთების უფლება სავსებით აქვთ, მაგრამ ეს არაფერს გამოასწორებს. მე ვუსმინე მათ და ბუნებრივია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი და ქართული ოცნებისვე თავმჯდომარე საკუთარ თავზე კარგს ილაპარაკებენ, ბრალს კი ოპოზიციურ პარტიებზე გადაიტანენ და ასევე საერთაშორისო მეგობრებზე. მოკლედ, მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მათ არ სურთ ამ ყველაფერზე დაფიქრდნენ და იმაზე ისაუბრონ, რა არის მათი როლი იმ ყველაფერში, რაც ხდება.

ვფიქრობ, საფიქრალი ახლა ის არის, თუ როგორი სახის სახელმწიფო ხდება საქართველო. ბევრი დასავლელი დიპლომატი ცდილობს ახლა მიხვდეს, რას ფიქრობენ და რას აპირებენ თბილისში. ყველა ხვდება უკვე, რომ ეს ყველაფერი არ არის ნორმალური. საქართველოს მთავრობა კი ცდილობს, რომ ბრალი სხვებზე გადაიტანოს. ისინი არ ფიქრობენ, რომ იქნებ უკეთესია, ბოდიში მოიხადონ, ან თქვან, რომ არ სურდათ, ყველაფერი ასე გამოსულიყო და ახლა სხვანაირად მოიქცევიან. ნაცვლად ამისა, მათი ქცევა არ არის იმედისმომცემი და ნათელია, რომ მათ არ სურთ, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა." ამბობს ​ჯელგერ გროუნველდი "მთავარ არხთან" საუბარში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი