რთული იყო შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალისგან - კობახიძე მელიასთან დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რომლის დროსაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აგინა,  კობახიძე ამბობს, რომ "შეურაცხყოფა მოითმინა". 

მისივე მტკიცებით, ნიკა მელია "უინტელექტო", "ხულიგანი", "პროვოკატორი" და "კრიმინალია". ამ თემაზე მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს. სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე, ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს. 

დღევანდელი პროვოკაციას ადასტურებს, რომ ძალზედ რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე, ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა მის მიერ ნათქვამი სიტყვების გამო და მხარდამჭერებს მოუწოდა მოთმინებით მიუდგნენ "ასეთ პროვოკაციებს".

ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება იყო. ადგილზე "ოცნების" მხარდამჭერები და პოლიციაა მობილიზებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი