"დედის გინება გამოსტყუა" - მდინარაძე კობახიძისა და მელიას დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მისი თანაგუნდელის, ირაკლი კობახიძისა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპირისპირებას გამოეხმაურა.

​როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მელიამ "პროვოკაცია მოაწყო" და "დედის გინება გამოსტყუა" ირაკლი კობახიძეს, რომლისგანაც აქამდე გინება "არასდროს გაუგია". 

"წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ და გამოსტყუა დედის გინება [ნიკა მელიამ]. წარმოიდგინეთ სადამდე მიიყვანა ეს გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა. უმძიმესია, ირაკლიმაც თქვა, რა მძიმე მოსათმენია ეს პროვოკაციები და მესმის თითოეული ჩვენი აქტივისტის, მაგრმა უნდა მოვითმინოთ, რომ ამ პროვოკაციას არ წამოვეგოთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე "ოცნების" მხარდამჭერები და პოლიციაა მობილიზებული.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი