
ნიკა მელია დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას საღამოს 21 საათზე გააკეთებს. ენმ-ს ლიდერმა და ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატმა ბრიფინგი ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობიდან გამოსვლის შემდეგ დააანონსა.
მელიამ კობახიძესთან დაპირისპირებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დღეს ყველამ კარგად დაინახა, მათ შორის დიპლომატებმაც კარგად დაინახეს, რას წარმოადგენს და რაზეა წამსვლელი "ქართული ოცნების" ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩეუნებლად.