
წლის ბოლომდე დავასუბსიდირებთ ყველა იპოთეკურ სესხს - ამის შესახებ პრემიერმა დეველოპერებისა და მშენებლებისთვის შემუშავებული კონკრეტული გეგმის შესახებ საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ყველაზე დიდი ზარალი ქვეყანაში დეველოპმენტისა და მშენებლობის სფერომ განიცადა.
ეს არის არა მხოლოდ კომპანიებისთვის დახმარება, არამედ ჩვენი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ, ან ამ პროცესში უკვე შესულები არიან, პრიველადი შენატანი აქვთ შეტანილი, ყველა ესეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული. დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, - განაცხადა პრემიერმა.
სამშენებლო სექტორის სუბსიდირების დაპირების გაცემის ერთერთი მიზეზი, პრემიერის თქმით, ისიცაა, რომ ქვეყანაში არ მივიღოთ სიტუაცია, რაც 2008 წლის ომის შემდეგ დადგა და რომლის გამოც დღემდეა შემორჩენილი ქალაქში ჩონჩხად ქცეული აუშენებელი შენობები. გახარია ამბობს, რომ სამშენებლო სექტორს სჭირდება დახმარება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი გრძელვადიანი მდგრადობა და არ განმეორდეს 2008 წლის კრიზისის შემდგომი პროცესები.