შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 65-წლიდან, ასევე, 18-64-წლამდე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე, უსტერ დოზას საგანგებო გამოყენებას ავტორიზაცია მიანიჭა.
ამ ჯგუფებს ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღება, მეორე დოზით აცრიდან, 6 თვის შემდეგ შეუძლიათ.
FDA-ს განმარტებით გადაწყვეტილება სამედიცინო მტკიცებულებებსა და დამოუკიდებელი გარე ექსპერტების რჩევის საფუძველზე მიიღეს. ბუსტერ დოზის მიღება შეეძლებაათ, ჯანდაცვის მუშაკებს, მასწავლებლებს,თავშესაფარსა და სხვა დაწესებულებებში მყოფ პირებს.
უწყების განმარტებით, ბუსტერ დოზა ვაქცინაციის ეფექტიანობას ზრდის.