
ევროკავშირის ელჩი თავდასხმის ობიექტია. კარლ ჰარცელი სრულიად მოულოდნელად მობოდიშების ნაცვლად ახალ კრიტიკას ისმენს და კობახიძე-წულუკიანის დუეტის სამიზნე ხდება.
ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ანტიდემოკრატიული და ღიად ანტიდასავლური პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, ქართული ოცნება უკვე პირადად უპირისპირდება ბრიუსელის წარმომადგენლებს.
სწორედ ამ ფონზე, ევროპელი პოლიტიკოსები სულ უფრო ღიად და თბილისისთვის მაქსიმალურად გასაგებად საუბრობენ, რომ წითელი ხაზები ფაქტობრივად გადაკვეთილია.
ქართული ოცნების ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანას ანტიდასავლურ სახელმწიფოდ აქცევს და მთავარი პარტნიორებისგან აშორებს.