პოლიტპატიმრებზე აშშ-სთვის მიწერილ წერილში აღიარებითი ჩვენება გაქვთ მიცემული და როდის იტყუებით? - ბოკერია პრემიერს მიმართავს

გამოქვეყნდა:

როდის იტყუება თქვენი ხელისუფლება? როცა ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავს, თუ როცა აშშ-ს აღიარებით ჩვენებას აძლევს? - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერს მიმართავს. 

ბოკერიას განცხადებით, მას აქვს ნანახი წერილი, რომელიც ხელისუფლების ლობისტებმა ამერიკელ პარტნიორებს მისწერეს და სადაც საუბარია, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობაზე. 

"წერილი, რომელსაც "ოცნების" ლოგო არტყია, იწყება ასე: რამოდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და შეიწყალა ორი პატიმარი - ანუ აღიარებითი ჩვენება გაქვთ აქ. და თან ამას აღიარებთ, თან ბოლო პოლიტპატიმრის გამოშვება არ გინდათ და გინდათ კრიზისი შეინარჩუნოთ. ამიხსენით როდის იტყუებოდით ამ წერილის დროს, ახლა... " - ამბობს ბოკერია. 

მისივე თქმით, უდიდესი სირცხვილია, როცა ხელისუფლება ლობისტების დაწერილ წერილს პარტნიორ ქვეყანას უგზავნის და ეს ავტორიტარული რეჟიმების ხელწერაა. 

"ვინ გირჩიათ, რომ მთავრობის ნაცვლად ლობისიტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს? ეგ ითვლება სამარცხვინოდ და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ნიშნად, - ამბობს ბოკერია.

მან პრემიერს კიდევ ერთი კითხვით მიმართა. ბოკერიამ გახარიას სთხოვა კონკრეტული პასუხი გაეცა, თუ მინისტრთა შემადგენლობიდან, რომელიმე მინისტრი საბჭოთა და პუტინის რუსეთის აგრესიასა და დასავლეთის კრიტიკას ერთმანეთს ადარებს, გასათავისუფლებელია თუ არა თანამდებობიდან.

"თუ გაირკვევა, რომ თქვენს მინისტრებს შორის, არის მინისტრი, რომელიც ჩვენი პარტნიორების კრიტიკას დემოკრატიასთან დაკავშირებით, ადარებს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან პუტინის რუსეთის აგრესიას, აი ასეთ პარალელს მიიჩნევთ თუ არა სამარცხვინოდ და ასეთი მინისტრი გასაშვები გყავთ თუ არა?! - მიმართა ბოკერიამ გახარიას. 

მანვე პრემიერი გააკრიტიკა, რადგან დამოუკიდებლობის დღეს ქალაქის ქუჩებში საქართველოს ეროვნული დროშები არ იყო გამოფენილი. ბოკერიას თქმით, დროშის აღმართვას პანდემიის საფრთხესთან კავშირი არ აქვს და ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი