
"ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ ისინი ქვეყანას მართავენ... " - საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ნატო ჩხეიძე პრემიერს რობერტ ბერნსის ლექსიდან ამონარიდით მიმართავს. ჩხეიძემ პრემიერს უთხრა, რომ კითხვის დასმის აზრს ვერ ხედავს, რადგან დარბაზიდან გასვლამდე პრემიერი ოპოზიციას ისევ მასკარადის დადგმაში დაადანაშაულებს და იტყვის "წერტილი".
სად ვითვალოთ თქვენი წერტილები ბატონო გიორგი? თქვენი მთავრობის მუშაობის შემხედვარეს, აუცილებლად გაახსენდება ბერნსის ლექსიდან ფრაზა: "ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ ისინი ქვეყანას მართავენ ამ ძნელბედობის ჟამს", - ძნელბედობის ჟამია ახლა და თქვენი წერტილები ვერაფერსი დაეხმარება მოსახლეობას, - თქვა ნატო ჩხეიძემ.
მისი თქმით, აუცილებლად დაელოდება, რა პასუხი ექნება გიორგი გახარიას ოპოზიციის კითხვებსა და რეპლიკებზე.