იმედია, არ იტყვით, რომ ტრამპიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია - სამადაშვილი გახარიას

გამოქვეყნდა:

იმედია ისეთ სისულელეს არ გვეტყვით ამ დარბაზში, რომ აშშ-ს პრეზიდენტიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია - მიმართა სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას. 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი გახარიას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მიღებული წერილის შინაარსი შეახსენა. 

მისი თქმით, როდესაც ქართული ოცნების მთავრობა სტრატეგიულ მოკავშირეებს ნაციონალური მოძრაობის კლასტერის წევრებად მოიხსენიებს, საინტერესოა, მთავრობის აზრით, იმოქმედებს თუ არა ეს საქართველოსა და დასავლელი პარტნიორების მომავალ ურთიერთობებზე.

ამ ფონზე მაინტერესებს პასუხი მარტივ კითხვაზე, 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა,  რომლის ნაწილიც არის პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლება საპატიმროდან, ამ შეთანხმების ჩაშლა მიაყენებს თუ არა დარტყმას თქვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩვენს დასავლელ პარტნორებთან, მაშინ როდესაც თქვენ ხართ სასიცოცხლოდ დამოკიდებული და ჩვენი სახელმწიფოც არის სასიცოცხლოდ დამოკიდებული იმ დახმარებაზე, რომელიც მათ უნდა გაუწიონ ჩვენს ხალხს, როგორც ეს თავად განაცხადეთ ამ ტრიბუნიდან, - კითხულობს სალომე სამადაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი