რა შემთხვევაში უნდა აიცრან 12 წელს ზემოთ ბავშვები და გამოვიყენოთ ბუსტერ დოზა - კულუმბეგოვის რეკომენდაცია

გამოქვეყნდა:

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრასა და ბუსტერ დოზების გამოყენებაზე რეკომენდაციას აქვეყნებს და წერს, რომ ემხრობა მომავალში ვაქცინაცია შემდეგი პრინციპით გაგრძელდეს:

"12 -15 წლის რისკის მქონე დაავადების ბავშვების აცრა მყარი რეკომენდაციით, დარჩენილი კონტიგენტის ვაქცინაცია ოჯახის სურვილის შემთხვევაში!

6 თვის პერიოდის გასვლის შემდეგ ბუსტერული ანუ მესამე დოზების საკითხი ასაკოვანი და რისკის დაავადების ან პროფესიის (სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები, წინა ხაზის მუშაკები, ჟურნალისტები, პოლიცია...) ხალხისთვის!

პ.ს. მხარს ვუჭერ ვაქცინაციის ამ სქემით გაგრძელებას, იმედია გადაწყეტილება დროულად იქნება მიღებული და გასაჯაროვებული!".

ცნობისთვის, 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება. რიგმა ქვეყნებმა ბავშვებში ვაქცინაცია უკვე დაიწყეს, ამერიკის FDA-მ კი "ფაიზერის" ბუსტერ დოზის გამოყენებაზე ნებართვა გასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი