"როგორც აღნიშნავს, გადაეკეტა რაღაც მომენტებში" - დაუთაშვილის ადვოკატი დმანისის დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

დმანისის სისხლიან ინციდენტში მონაწილე დავით დაუთაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებს. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ​დაუთაშვილი ადასტურებს, რომ ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრა მისი დანით მოხდა, თუმცა დანაშაულის ჩადენის მომენტს ვერ იხსენებს.

უფლებადამცველი ბრალდებულის ფსიქოლოგიურ პრობლემებზეც მიუთითებს და ამბობს, რომ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, როგორი იყო დაუთაშვილის მდგომარეობა დანაშაულის ჩადენისას.

"თავი დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობ, იმ კუთხით, რომ მის ხელთ არსებული დანით მოხდა ამ პიროვნებების დაჭრა, აღიარებს. თუმცა, ის განმარტავს, რომ მის მამას დანაშაულის ჩადენის მომენტის წინ სცემდნენ, დააგდეს ასფალტზე და როგორც აღნიშნავს, მას უკვე გადაეკეტა რაღაც მომენტებში. ამის შემდეგ არ ახსოვს, რომ წავიდა მამის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ბატონ დავითს აქვს ფსიქიური პრობლემები, გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს, ის დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა თუ არა ფსიქიატრიული აშლილობის მდგომარეობაში. ამის დასადგენად აუცილებელია დაიდოს ექსპერტების დასკვნა და შეიძლება გახდეს უკვე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, ან შეიძლება, ბრალის გამომრიცხველი გარემოებაც იყოს", - თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს, დმანისის სოფელ განთიადში, ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც ადგილზე მმართველი გუნდის მხარდამჭერები მივიდნენ და მათ დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას "ნაციონალური მოძრაობის" ორი მხარდამჭერი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ დავით დაუთაშვილი დააკავა, რომელიც "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი