დმანისში ენმ-ის მხარდამჭერებს დაჭრის გამო "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნისში წინასაარჩევნო შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაჭირს გამო "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი - 1993 წელს დაბადებული დავით დაუთაშვილი დააკავეს.

უწყების ცნობით, გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-ს და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც",- ნათქვამია განცხადებაში. 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ენმ-ის წევრის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრაში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი  და პარტიის სხვა მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. "დანა იხმარა "ოცნების" კანდიდატის შვილმა და 2 კაცი მძიმედ დაჭრა" ამბობს კახა ოქრიაშვილი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი