გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის პირველი ნაწილი მისი თანაგუნდელებისთვისაც კი მოსაწყენი და უინტერესო გამოდგა. ვიდრე ქვეყნის პრემიერი კორონავირუსთან ბრძოლაში მისი მთავრობის მიღწევებით იწონებდა თავს, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი სამთავრობო ლოჟაში თვლემდა.
უკვე კითხვა პასუხის რეჟიმში უმრავლესობამ მთავრობის სადიდებლად გამოიღვიძა. ოპოზიციონერების შეკითხვები კი სადაც მათ უმოქმედობაზე იყო საუბარი მინისტრებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ.