
„იმის ნაცვლად, რომ გამოვიდნენ და თქვან, რაც მელიამ იკადრა, ეს არის წარმოუდგენელი რამეო, ამის ნაცვლად, ალტერნატიულ ვერსიებს და საყურადღებო ცენტრებს ქმნიან, რატომ? ვის რა როლი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში ასეთი დაძაბულობის კერები იქმნებოდეს, უნდა გამოვიდეს და უთხრას - მელია, გაჩერდი და ასე ნუ იქცევი. მათ შორის, მელიასთვის უნდა ეთქვა ეს (ჰარცელს) და თავს იკავებს“
ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი სარჯველაძე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მომხდარ დაპირისპირებაზე და კარლ ჰარცელზე საუბრისას.