ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში, ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას, ერთმანეთში არკვიონ - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში, ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას და ა.შ. ეს ადგნენ და ერთმანეთში არკვიონ - აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.

სარჯველაძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ნიკა მელიასთვის თავშეკავებისკენ უნდა მოეწოდებინა:

ვის რა როლი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში ასეთი დაძაბულობის კერები იქმნებოდეს, უნდა გამოვიდეს და უთხრას - მელია, გაჩერდი და ასე ნუ იქცევი. მათ შორის, მელიასთვის უნდა ეთქვა ეს (ჰარცელს) და თავს იკავებს“ - ამბობს სარჯველაძე.

​შეგახსენებთ, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც ადგილზე "ოცნების" პარტაქტივის მობილიზაცია მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი