კულტურის სამინისტრომ კარიკატურის აღორძინებისთვის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოყო

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტრომ "ქართული კარიკატურის ხელშეწყობის" კონკურსი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოიყო. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს და წერს, რომ კონკურსის მიზანი საქართველოში კარიკატურის აღორძინება და განვითარებაა.

გარდა ამისა, სამინისტრომ კიდევ 4 კონკურსი გამოაცხადა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 180 000 ლარი გამოიყო:

  • სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში - 50 000 ლარი;
  • ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი - ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა - 50 000 ლარი;
  • ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდულის შემუშავება - 50 000 ლარი;
  • თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა - 30 000 ლარი.
მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი