კობახიძე: ქალი, რომელმაც გახარიას კოკაინი გაასინჯა, საკრებულოს სიაშია

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების თავმჯდომარის მტკიცებით, ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა, თბილისის საკრებულოს სიაშია და გახარიას პარტიის წევრია.

კობახიძე მის ვინაობას არ ასაჯაროებს. 

"ქალი არის თბილისის საკრებულოს სიაში, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ის არც არასდროს ყოფილა ქართული ოცნების წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან. უტყუარია ეს ინფორმაცია - გვაქვს ეს ინფორმაცია. ქალბატონს ეხება საქმე, მძიმე შემთხვევაა და მოვერიდები რომ მისი სახელი დავასახელო", - აცხადებს კობახიძე. 

კითხვაზე - როდის გასინჯა გახარიამ კოკაინი, კობახიძე პასუხობს: "მას შემდეგ რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან". 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი