"სპორტსმენების შენაერთი" ძმები თალაკვაძეების დავალებების შემსრულებლად - ოზურგეთის მერი ზეწოლაზე საუბრობს 

გამოქვეყნდა:

ოზურგეთი არ არის სარეაბილიტაციო ცენტრი თბილისში წარუმატებელ ადამიანებს რომ აგზავნიან გამოსასწორებლად - ეს განცხადება ოზურგეთის მოქმედმა მერმა და მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კოტე შარაშენიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და ძმები თალაკვაძეები გააკრიტიკა.

"აქ ცხოვრობს გონიერი, განათლებული, შრომისმოყვარე, წარმატებული ადამიანები და წარუმატებელ ხალხს, რომლებიც ყველამ ვიცით რატომ ჩამოაქვეითეს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, ვერანაირი შანტაჟით, დაშინებითა და ტერორით, რასაც ადგილი აქვს ძმები თალაკვაძეების მხრიდან, ასეთ ხალხს თავზე ვერ დაასვამენ” - ამბობს შარაშენიძე.

შარაშენიძემ თალაკვაძეებს განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების ცემასა და დევნა- შევიწროებაში დასდო ბრალი. შარაშენიძის ინფორმაციით, თალაკვაძეების დავალებებს ე.წ. "სპორტსმენების შენაერთი" ასრულებს, რომელსაც ვინმე ცინცაძე და როყვა ხელმძღვანელობენ.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი