გახარია არის ჯალათი, ექიმების ხალათის უკან სისხლიან ხელებს ვერ დამალავს - ბოკუჩავა პრემიერს მიმართავს

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარია არის ჯალათი, ექიმების ხალათის უკან სისხლიან ხელებს ვერ დამალავს - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა პრემიერს პოლიტიკურ მანიპულირებაში ადანაშაულებს. 

მისი თქმით, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძოდა თავდაცვის მინისტრი ძვირადღირებულ საათებს ყიდულობდა, ხოლო შს მინისტრი ავეჯს. 

თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი, გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ დღეს, ბატონო გახარია, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის დროს ოპოზიციის ყველა შეთავაზებას ირონიით უპასუხა და ანტიკრიზისული ბიუჯეტი, მხოლოდ დაზარალებული მოქალაქეების 10% გათვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი