"იცით რომ, ნიკა მელია უშიშროების სკოლაში სწავლობდა?" - ყაველაშვილი

გამოქვეყნდა:

იცით რომ, ნიკა მელია უშიშროების სკოლაში სწავლობდა, გაქვთ ეს ინფორმაცია? - ასე მიმართავს "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტებს და ევროკავშირის ოფისთან 23 სექტემბერს განვითრებულ მოვლენებს ეხმაურება. ამბობს იმასაც, რომ ეს ნიკა მელიას დადგმული პროვოკაცია იყო.

ეს უზრდელი ადამიანი, პირდაპირ მიეჭრა ევროკავშრის ოფისთან და დაუწყო შეურაცწყოფის მიყენება, სპეციალურად აკეთებს ამას. ეს ადმიანი არის შუოუმენი, დგამს შოუს. მშვენიერი თავმჯდომარე ყავს ნაციონალურ მოძრაობას ჩვენთვის, ამაზე უკეთესი და ჭკვიანი ნამდვილად არგვინდა რომ ყავდეს. 

იცით რომ, ნიკა მელია უშიშროების სკოლაში სწავლობდა, გაქვთ ეს ინფორმაცია? მაშინ მე გეტყვით სიმონ ნოზაძე, რომელიც გენერალია უშიშროების ტრიბუნიდან, რომელმაც მიმართა ნიკა მელიას: თქვენ რომ სწავლობდით, მეც იქ ვიყავიო და გასწავლიდით კიდევ სხვა რამეებს, ამ პროვოკაციის გარდა კიდევ  ბევრი სასიკეთო რაღაცეებიც ვასწავლეთო ჩვენს სტუდენტებსო. თუმცა იმდენად უნიჭოა, რომ სხვა რა მე არ იცის მარტო პროვოკაცია იცის ,ასე ვთქვათ როგორ ააგდოს მოწინააღმდეგე, - ამბობს ყაველაშვილი 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი