
დაპირისპირება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ადგილზე გამოძახებული "ქართული ოცნების" ქუჩის რაზმები. გაშიფრული კადრებითა და "ქართული ოცნების" წევრების შიდა მიმოწერით დგინდება, ვინ იყო კობახიძის მაშველი რგოლი და რა გეგმით მივიდნენ აგრესიული ჯგუფები ოპოზიციის ლიდერთან ანგარიშის გასასწორებლად.
ევროკავშირის ოფისთან ვაკის, ნაძალადევისა და სამგორის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები იყვნენ მობილიზებული. მათმა უმრავლესობამ არ იცოდა ვისთვის ან რისთვის, თუმცა კონკრეტული დირექტივები ჰქონდათ მიღებული მათ ხელმძრვანელებს. პირებს, ვიზეც სახელისუფლებო გუნდის ლიდერები ფსონს დებენ და ენდობიან. სწორედ მათ მიიღეს ჯერ შეკრების და შემდეგ დაშლის ბრძანება როსტომ მეფის სასახლიდან.