მერიის სარეზერვო ფონდი მილიონობით ლარით იზრდება. გადამწყვეტი არჩევნების წინ მოქმედი მერი და სახელისუფლებო კანდიდატი, გაუთვალსწინებელი შემთხვევებისთვის შექმნილ ფონდში რეკორდული თანხის მობილიზებას ახდენს. რაც პირდაპირი სიგნალია, რომ პოლიტიკურდ გაკოტრებული გუნდის ფავორიტი სათადარიგო გეგმისთვის და ამომრჩევლების მოსასყიდად ემზადება.
თანხის მობილიზებასთან ერთად იზრდება მუნიციპალურ უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობაც, ძირითადად საგანგებოდ შექმნილი თანამდებობებზე. პასუხი კახა კალაძის მხრიდან ბრალდებებზე ტრადიციული იყო, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში უარგუმენტოდ დარჩენილმა მერმა დღესაც განმარტებას ოპონენტებზე თავდასხმით აარიდა თავი.