"მეტისმეტად რბილი იყო" - კობახიძე ჰარცელის განცხადებით უკმაყოფილოა

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებით უკმაყოფილოა და მას "მეტისმეტად რბილს" უწოდებს. კობახიძის თქმით, ნიკანორ მელიამ ეს განცხადება შესაძლოა "მწვანე შუქად" აღიქვას "შემდგომი პროვოკაციებისთვის":

„შეფასება იყო საჭირო და ეს შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება. ასეთი შეფასება არ არის სახეზე ასეთ შემთხვევაში.

სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება, გახდეს ერთგვარი "მწვანე შუქი" ნიკანორ მელიასთვის იმისათვის, რომ მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი. საჭიროა, მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი ნიკანორ მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს, როგორც "მწვანე შუქი" შემდგომი პროვოკაციებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი