როგორ გაანადგურა ერთი ოჯახი "ქართულმა ოცნებამ" და როგორ ითხოვდა მათგან ქრთამს კარლო კალაძე - "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარი აქცენტების" სპეცეთერში, ცნობილი ექიმის, მანანა მოდებაძის ოჯახი იხსენებს, თუ როგორ მიიყვანა კალაძეების კლანმა სიკვდილამდე ოჯახის დედა, მანანა მოდებაძე და როგორ დევნიდა ძალოვანი სტრუქტურებიდან მის შვილს, დათო ორდენიძეს იოსებ გოგაშვილი.
დათო ორდენიძე მშობლებთან ერთად, 2016 წელს, კარლო კალაძესთან გამართულ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ "ამ საქმის მოგვარებაში კარლო კალაძემ 15 ათასი დოლარი მოითხოვა".
ჩვენ ბატონ კარლოს ვთხოვეთ ერთადერთი რამ, რომ ჩამოგვშორებოდა გოგაშვილი და მე შემძლებოდა აღდგენა გამეკეთებინა ძალოვან სტრუქტურაში... ყველაფერს დაგვპირდა, ყველაფერი კარგად დამთავრდა იმ დღეს... საპასუხოდ არაფერი მოუთხოვია იმ დღეს კარლო კალაძეს, მეორე დღეს ურეკავს დედას თავისი ტელეფონითმ, კარლო და ეუბნება რომ მე ამ საქმეში რომ დაგეხმაროთ, მე მჭირდება 15 კილო კარტოფილი. დედა თავიდან ვერ მიხვდა, რა 15 კილო კარტოფილზე იყო [საუბარი] მაგრამ მინიშნებით რაღაცას ხვდებოდა...." - ამბობს დათო ორდენიძე.
დავით ორდენიძის თქმით კი მისი მეუღლე ვერ მიხვდა რა კარტოფილზე იყო საუბარი, თუმცა თვითონ ეგრევე მიხვდა "ცოტა მეტი გამოცდილება მაქვს ასეთ ხალხთან და მივხვდი რომ ეს იყო 15 ათასი დოლარი... კარლოს უთქვამს რომ ამ საქმეს 30 უნდა, მაგრამ 15-ად გავაკეთებო"...
მათივე თქმით, კარლო კალაძემ მათგან "მეგრული გოჭი და ინდაურიც" მოითხოვა.
...ფიფია ჩვენთან ზის სახლში და ურეკავს კარლო, მარტო ვარ სახლში მზარეულთან ერთად, ვერსად ვერ გავალ მე და ველოდები ახლა შს მინისტრი იყო მაშინ მღებრიშვილი და გომელაური იყო სუსის უფროსი. ესენი მოდიან ჩემთან სტუმრად და მეგრული პურმარილი არ შეგეშლება შენ და თან თქვენს საქმეზე უნდა ვილაპარაკოთო" - ამბობს დათო ორდენიძე.
დავით ორდენიძის თქმით კი "ინდაურსა და გოჭს" მიღმა კარლო კალაძე ფულს, 5 ათას ლარს გულისხმობდა.