ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღდება, სამუშაო ადგილები იქმნება, წინსვლა გვაქვს პრესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ კოვიდპანდემიის მიზეზით გამოწვეული ჩავარდნების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღდება, სამუშაო ადგილები იქმნება და რეიტინგებში წინაურდება.

განცხადება პრემიერმინისტრმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა:

"ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და კვლავ ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრი ვართ მსოფლიოში.

მსოფლიო განაგრძობს ჩვენი დემოკრატიული, ეკონომიკური, ფინანსური და საკანონმდებლო რეფორმების აღიარებას.

რამდენიმე მნიშვნელოვანი რეიტინგი ცხადყოფს, რომ საქართველომ თვალსაჩინო წინსვლას მიაღწია, რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად რომ ქცეულიყო და ძლიერი ეკონომიკური განვითარება ჰქონოდა.

მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილს იკავებს 190 ქვეყანას შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით;

ეკონომიკური თავისუფლების საზომით, „ჰერითიჯის ფონდის" ინდექსში საქართველოს მე-12 ადგილი უკავია 184 ქვეყანას შორის; 

„ფრეიზერის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის თანახმად, საქართველო მე-5 ადგილზეა 165 ქვეყანას შორის. აქ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3 საფეხურით დავწინაურდით.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დიდი წინსვლა გვაქვს ანტიკორუფციული ზომების განხორციელების, პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით." ამბობს ღარიბაშვილი.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი