
"საზოგადოების დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ" - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წარმოადგინა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს როგორც ზოგადად არჩევნებში მონაწილეობის მიმართ დამოკიდებულებები, ასევე საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისა და საარჩევნო დარღვევების შეფასება.
კვლევის მიხედვით:
"რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მონაცემები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეგროვდა. ინტერვიუები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე 3100 ზრდასრულ ადამიანთან ჩატარდა.
მონაცემები წარმომადგენლობითია საქართველოს მოსახლეობისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 6 ფოკუს ჯგუფი სოციალურად მოწყვლად მოსახლეობასთან თბილისში, ზუგდიდში და სოფელ შილდაში.
ასევე, ჩატარდა 6 ინტერვიუ საჯარო მოხელეებთან თბილისიდან, ზუგდიდიდან და სოფელ შილდიდან და ოთხი ინტერვიუ ბიზნესების წარმომადგენლებთან თბილისიდან და ზუგდიდიდან."