
გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა გლდანის ციხესთან. სამოქალაქო აქტივისტები მეცხრე დაწესებულებასთან შეიკრიბნენ და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება მოითხოვეს.
შეკრებილები ვართ გიორგის მეგობრები, ახლობლები, თანამოაზრეები, თანამებრძოლები და კიდევ ერთხელ გვინდა, ესეთი ფორმით, შევახსენოთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ აუცილებლად შესასრულებელია 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტი და გიორგი რურუა პატიმრობიდან სასწრაფო წესით უნდა გათავისუფლდეს, - ამბობს აქციის მონაწილე რომეო ფარულავა.
სამოქალაქო აქტივისტებმა გლდანის ციხესთან მანქანებით ჩაიარეს, რომლებზეც ეწერა "თავისუფლება გიორგი რურუას''.