
შალვა თავდიშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ, ლევან გოგუაძე და დავით მჟავანაძე ოზურგეთის მერის მოადგილეებად - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ირაკლი ღლონტმა, დღეს გუნდი წარადგინა.
ღლონტის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში, მისი როგორც მერის მოადგილეების სავარძელს ექიმი ლევან გოგუაძე და პარტიის ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანძე დაიკავებენ.
ვიცე მერის თანამდებობაზე კი საჯარო კონკურსი გამოცხადდება.
ირაკლი ღლონტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ასევე “მომავლის გუნდის” ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების ხელმძღვანელი ილია მალაზონია წარუდგინა, საარჩევნო შტაბს კი ბესო ქათამაძე უხელმძღვანელებს.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე