ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მორიგ მიმართვას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მოსახლეობას საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

ძალიან ახლოს არის რეფერენდუმის დღე - ამბობს მიხეილ სააკაშვილი და განსაკუთრებული აქტიურობისკენ ემიგრანტებს მოუწოდებს:

"ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, ახლა წყდება საქართველოს ბედი, მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" 43%-იან ბარიერს ვერ უახლოვდება და ხელისუფლებამ ეს საკუთარი შიდა კვლევებითაც კარგად იცის.

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს, რომ გარდამავალ პერიოდში აუცილებელია კოალიციური შეთანხმება შედგეს. გარდა ამისა, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რასაც ადასტურებს ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაც.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი