კასპში, "ქართული ოცნების" ოფისთან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ადგილზე ერთმანეთს მმართველი პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი იძულებით გადაადგილებული პირები, ოფისში "ოცნების" ადგილობრივ ლიდერებთან შესახვედრად არ შეუშვეს.