"მე იძულებული ვარ, კარლოსთან წავიდე... პურის ფულიც კი აღარ მაქვს" | კალაძეების კლანს შეწირული მანანა მოდებაძის საუბარი თაღლით ბესო ფიფიასთან

გამოქვეყნდა:

"მე იძულებული ვარ, კარლოსთან წავიდე... პურის ფულიც კი აღარ მაქვს" - ასე მიმართავს კალაძეების კლანს შეწირული მანანა მოდებაძე სატელეფონო ჩანაწერში თაღლით ბესო ფიფიას. სატელეფონო საუბრების ჩანაწერები "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" გასაჯაროვდა. 

"ბესო მომისმინე, მე იძულებული ვარ, რომ კარლოსთან წავიდე და ყველაფერი გამოვართვა. სხვა გამოსავალი მე არ მაქვს. მე არ მაქვს პურის ფულიც კი. 15 წუთია ყველაფერი",- ამბობს მანანა მოდებაძე

კიდევ ერთი სატელეფონო ზარი გია მანიაძე (კარლო კალაძის დაცვის წევრი) და მანანა მოდებაძეს შორის შედგა. 

"მაპატიეთ გუშინ ვერ ავიღე ყურმილი ძალიან ცუდად ვიყავი. ისეთი სიტუაცია იყო. გუშინ და გუშინწინ მობილიზაცია იყო მთლიანად და არავის არ ეცალა, არც ჩემთვის, არც სხვისთვის, არც არავისთვის. დღეს ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი გადაწყდება და დამთავრდება. რამოდენიმე საათი მადროვეთ და დაგირეკავთ",- ეუბნება გია მანიაძე მანანა მოდებაძეს.

ცნობისთვის, ​"ქართული ოცნების" ლიდერების პირად ინტერესებს შეწირული ცნობილი ექიმისა და თაღლითური სქემის შესახებ, რომლის მთავარი ფიგურანტი დედაქალაქის მოქმედი მერის მამაა, ნიკა გვარამიას "მთავარი აქცენტებიდან" გახდა ცნობილი.

ორდენიძეების ოჯახი ამტკიცებს რომ კარლო კალაძემ და მისი გარემოცვის წევრებმა მათი პრობლემით ისარგებლეს და ათეულობით ათასი დოლარი მიითვისეს. დაზარალებულების მტკიცებით ფულის გამოძალვაში ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილიც მონაწილეობდა.

კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროებულ ინფორმაციას როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფს. "მთავართან" სატელეფონო საუბარში კალაძე ამბობს, რომ არ იცის ვინ არიან მოდებაძეები, არ იცნობს მათ, ასევე ამბობს, რომ არ იცნობს არც ბესო ფიფიას და კავშირი არ აქვს სოსო გოგაშვილთან. "მიცნობენ თუ რა?... ტყუილია" - კარლო კალაძე მძიმე ბრალდებებს უარყოფს 

დეტალურად:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი