"დღეს ან ხვალ აღარ ვიქნები და შენზე იყოს ეს ცოდვა..." | მანანა მოდებაძის ბურუსით მოცული გარდაცვალება

გამოქვეყნდა:

"მე დღეს ან ხვალ აღარ ვიქნები და შენზე იყოს ეს ცოდვა" - ამის შესახებ კალაძეების კლანს შეწირული ცნობილი ექიმი, მანანა მოდებაძე თაღლით ბესო ფიფიას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრება.

სატელეფონო ჩანაწერი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" გასაჯაროვდა, სადაც მისმა ოჯახის წევრებმა გაიხსენეს, როგორ შეეწირა მოდებაძე "ოცნებას" და კალაძეების კლანს და როგორ განადგურდა მათი ოჯახი მოქმედი ხელისუფლების პირობებში.

"უკანასკნელ წუთებში ვარ... სიმართლე მითხარი, რა ხდება... მე დღეს ხვალ აღარ ვიქნები და შენზე იყოს ჩემი ცოდვა" - მიმართავს მანანა მოდებაძე ფიფიას. 

მანანა მოდებაძის მეუღლე დავით ორდენიძე ამბობს, რომ მანანა მოდებაძე ისე გარდაიცვალა, რომ მისი დიაგნოზი არ დასმულა. 

იხილეთ ასევე:

გადაცემა სრულად:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი