
კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროებულ ინფორმაციას როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფს. "მთავართან" სატელეფონო საუბარში კალაძე ამბობს, რომ არ იცის ვინ არიან მოდებაძეები, არ იცნობს მათ, ასევე ამბობს, რომ არ იცნობს არც ბესო ფიფიას და კავშირი არ აქვს სოსო გოგაშვილთან.
"...არაფერი საქმე არა მაქ, რაის საქმე მაქ. მიცნობენ თუ რა? ტყუილია..." - ამბობს კარლო კალაძე.
"ქართული ოცნების" ლიდერების პირად ინტერესებს შეწირული ცნობილი ექიმისა და თაღლითური სქემის შესახებ, რომლის მთავარი ფიგურანტი დედაქალაქის მოქმედი მერის მამაა, ნიკა გვარამიას "მთავარი აქცენტებიდან" გახდა ცნობილი.
ორდენიძეების ოჯახი ამტკიცებს რომ კარლო კალაძემ და მისი გარემოცვის წევრებმა მათი პრობლემით ისარგებლეს და ათეულობით ათასი დოლარი მიითვისეს. დაზარალებულების მტკიცებით ფულის გამოძალვაში ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილიც მონაწილეობდა.
დეტალურად: