ტერორი და თავდასხმები დმანისში | სისხლიან ინციდენტში მონაწილე ზონდერები "მთავარი არხის" კამერას ემალებიან

გამოქვეყნდა:

კიდევ რაზე შეიძლება წავიდნენ ადამიანები ძალაუდლებაში დასარჩენად? დმანისის სისხლიანმა ინციდენტმა ყველას დაგვანახა, რომ ფსკერი უბრალოდ არ არსებობს. ოპოზიციის მხარდამჭერების დაჭრის გამო დაკავებულია "ოცნების" კანდიდატის შვილი. თავიდან სავარაუდო დამნაშავეს პარტიის ლიდერები ვიღაც დეგენერატს ეძახდნენ, მას შემდეგ რაც ფაქტს ვერ გაექცენენ, ეს მამაკაცი ფსიქიკური პრობლემების მქონედ გამოაცხადეს, რომელიც თითქოს პროვოკაციას წამოაგეს.

ანუ, ამ ლოგიკით, ოპოზიციამ საარჩევნო კამპანია საერთოდ უნდა გააჩეროს, რადგან შეიძლება ამ დროს ქუჩაში ვინმე შეურაცხადმა გამოიაროს, და ისინი დაჭრას და ხელისუფლებაც იტყვის, რომ ოპოზიცია რომ არსებობს ეს უკვე არის პროვოკაციაო.  

ფაქტი კი ასეთია - სოფელ განთიადში მომხდარი ცემა-ტყეპის სხვა მოძალადეები, ისინი ვინც დანას არ ხმარობდნენ, მაგრამ ქალებს ურყტამდნებ - ისევ დაუსჯელად დადიან. არადა ეს სწორდ ის პირები არიან, ვინც წინა არჩევნებზეც მსგავსი ტიპის დარბევა მაოწყვეს და მაშინაც არავის დაუსჯია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი