შე დედამ***ულო არ უნდა იცოდე სად უნდა ჩამოხვიდე? იმ ბო***ებს ეხმარები?- ოპოზიციის მხარდამჭერი დმანისში, სუს-ის მუქარაზე საუბრობს 

გამოქვეყნდა:

ემუქრება თუ არა ოპოზიციის მხარდამჭერებს უსაფრთხოების სამსახური? სტამბულიდან საქართველოში დაბრუნებული სანან ისმაილოვი ამტკიცებს რომ სატელეფონო ზარი, რომელიც მის პირად მობილურ ტელეფონზე განხორციელდა, სწორედ სუსdდან იყო.

ისმაილოვი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის არ მალავდა რომ მხარს დმანისის ოპოზიციონერ კანდიდატს უჭერდა, ქვეყანაში შემოსვლიდან მალევე კი პირად ნომერზე დაურეკეს, აგინეს, დაემუქრნენ და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

სატელეფონო ზარის შემდეგ კი მის სახლთან თითქმის 24 საათის განმავლობაში იდგა დაბურულმინებიანი ავტომანქანა.

ისმაილოვი დარწმუნებულია რომ მას სუს-ი უთვალთვალებს და ამით მის დაშინებას ცდილობს. ოპოზიციის მხარდამჭერმა დმანისის პოლიციასაც მიმართა თუმცა უშედეგოდ. სამართალდამცველების მხრიდან მის განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი