“დატოვე პარლამენტი ქუთაისში”- ადგილობრივებს მოუწოდებენ ხმა მისცენ ძალას, რომელიც პარლამენტს ქუთაისში დააბრუნებს

გამოქვეყნდა:

მოძრაობის, “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრებმა ქალაქის ქუჩებში პოსტერები და ფლაერები დაარიგეს.

მოძრაობის წევრები ქუთაისელებს მოუწოდებენ, რომ ხმა მისცენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მზად არის, რომ პარლამენტი ქუთაისში დააბრუნოს.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მოსახლეობა უპერსპექტივობის გამო, ქუთაისს ტოვებს.

პარლამენტში გარდა, "ოცნების" ხელისუფლებამ ქუთაისიდან მთავრობის სახლი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ასევე სემეკი, თბილისში გადაიტანა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი