ვინ და რატომ დანიშნა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად? - ყოფილი თანაგუნდელები ისევ ვერ თანხმდებიან

გამოქვეყნდა:

ვინ იღებდა და იღებს  გადაწყვეტილებებს ქართულ ოცნებაში. ყოფილი თანაგუნდელები ისევ ვერ თანხმდებიან. გიორგი გახარია ამბობს, რომ პრემიერ მინისტრობის დროს საკადრო გადაწყვეტილებებს ის იღებდა და მთავრობიდან ერთხელ უკვე გაშვებული ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტში მან დააბრუნა და თავდაცვის სამინისტრო მან ჩააბარა.  საპირისპიროს ამტკიცებენ ქართულ ოცნების ლიდერები. თავად ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ გახარიას "არავინ ეკითხებოდა" და მისი თანამდებობაზე დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.

ირაკლი კობახიძე კი დღეს ამბობს რომ დანიშვნებზე გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო იღებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი