რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? | IPSOS-გლობალის კვლევის შედეგები საქართველოს მასშტაბით

გამოქვეყნდა:

რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? - (მთელი ქვეყნის მასშტაბით) - IPSOS-გლობალის კვლევის შედეგები ასეთია:

  • ქართული ოცნება - 35%
  • ნაციონალური მოძრაობა - 30%
  • საქართველოსთვის - 9%
  • ევროპული საქართველო - 4%
  • ხალხისთვის - 4%
  • ლელო - 3%
  • მესამე ძალა - 3%
  • ლეიბორისტული პარტია - 3%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%
  • დროა - 1%
  • მოქალაქეები - 1%
  • სხვა პარტიები - 3%

ეს არის ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები. ანუ აქ ასახულია იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას და აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი. 

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით. IPSOS-გლობალის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია. ჩატარების მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი