ბერი მეკითხება - გინდა, დაბრუნდე პოლიტიკაში? და მე ვუპასუხე - თუ ღმერთის ნება იქნება - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"მეორედ ჩავედი ათონის მთაზე და ერთ ბერძენ ბერთან მომიწია საუბარი, მაშინაც მქონდა რაღაც ჭიდილი ჩემს თავთან, თითქოს ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ აღარ მინდა პოლიტიკა, აღარ მაინტერესებს, ამ დროს ვიცოდი, რომ ჩემს თავს ვატყუებდი ამით, თითქოს მაინც მქონდა სურვილი და ინტერესი.

ჰოდა, ბერს ვუყვები ჩემს განცდებს და თვითონ მეკითხება - გინდა თუ არა რომ დაბრუნე პოლიტიკაში? და მე ვუპასუხე - თუ ღმერთის ნება იქნება. მან გაიცინა და მითხრა, ღმერთს თავი დაანებე, შენ უნდა ჩამოყალიბდე, შენ თუ გინდა და თუ შენი გული გეუბნება, რომ ეს არის ის, რაც უნდა აკეთო, მაშინ გადადგი ეს ნაბიჯი. შემდეგ ბუნებრივად განვითარდა"

- თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "იმედის" ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი